არჩილ თალაკვაძე: დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია

დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს.

„მე მგონი, დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც შენ მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული, არ აღიარებ. ათას შეურაცხყოფას აყენებენ სალომე ზურაბიშვილს. დღეს ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის იქნებ სააკაშვილი შეიწყალოთო. ეს უბრალოდ სირცხვილია.

ჩემი რჩევა [სალომე ზურაბიშვილს] არ სჭირდება. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. მას არ სჯერა, რომ პირველი – დეპოლარიზაცია ამაზე არის დამოკიდებული და მეორე – არ უნდა მართლმსაჯულებაში ჩარევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები