სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას“ რებრენდინგი არ გამოუვა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ რებრენდინგი არ გამოუვა, რადგან მას მძიმე წარსული აქვს.

როგორც მან “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიას შიდა ბრძოლებით არაფერი გამოუვა.

“ნაციონალურ მოძრაობას“ რებრენდინგი არ გამოუვა, მას ზურგზე ძალიან მძიმე წარსული აწევს, რასაც ვერ ჩამოირეცხავენ. კიდევ უფრო მძიმეა დღევანდელი კანდიდატები, რომლებიც პარტიას უფრო დაბლა ექაჩებიან, ვიდრე დღეს არიან. არ მგონია, შიდა ბრძოლებით რამე გამოვიდეს. კეზერაშვილს ამბიცია აქვს, რომ ეს ქვეყანა მართოს და ამ ქვეყანაში იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა. არ გამოვრიცხავ, გარედანაც აქეზებენ. ამის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება, იყოს კეზერაშვილის კურტ უოლკერთან შეხვედრა“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები