რიში სუნაკი – ირაკლი ღარიბაშვილს: მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას

მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას, – ასე მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი თქმით, როგორც საქართველოს მხარდაჭერა, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაც ურყევია უკრაინისადმი.

“მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი”, – აღნიშნა სუნაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები