ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: მივესალმებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას

ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაუ მარი-კლოსე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ესპანეთი მიესალმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას და ქვეყნის მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ.

„მადლობა ამ დიდებული დისკუსიისთვის. ესპანეთის პოლიტიკური ჯგუფები მიესალმებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას და თქვენს მოწადინებას ინსტიტუციების რეფორმირებისკენ, რათა დააკმაყოფილოთ ევროკომისიის მიერ წამოყენებული რეკომენდაციები. მოუთმენლად ველით უკვე ძლიერი კავშირების გაღრმავებას“, – წერს ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები