სოზარ სუბარი – კრამერის განცხადებაზე: სიძულვილი და ბოღმა, რომელიც დაგროვილი ჰქონდათ, გარეთ გადმოანთხიეს, ღია ბრძოლაზე გადავიდნენ
ფლანგი არ შექმნილა, ფლანგი იყო ისინი ყოველთვის შეკრულები იყვნენ, უბრალოდ ახლა გაცოფებულები არიან და გადმოანთხიეს გარეთ ის სიძულვილი და ბოღმა, რაც ჰქონდათ დაგროვილი და რის დაფარვასაც ამდენი წლის განმავლობაში ხან ახერხებდნენ, ხან ვერა, მაგრამ ახლა გადავიდნენ ღია ბრძოლაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – „გარკვეული ფლანგი შეიქმნა, ევროპარლამენტარების ჯგუფი, ამერიკელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები სანქციებზე ლაპარაკობენ. ახალ შეტევასთან გვაქვს საქმე?“.
„კრამერი, კრამერის წინააღმდეგ რომ არის ფილმი, ნამდვილი კრამერი ცრუ კრამერის წინააღმდეგ გამოვიდა – ნამდვილი კრამერი, რომელიც ებრძვის საქართველოს, ითხოვს საქართველოს დასანქცირებას, უნდა დააბრუნოს საქართველოში სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერდა თავის დროზე და ახლა და რომელსაც უარი უთხრა ქართველმა ხალხმა და ის ცრუ კრამერი, ვითომ კრამერი, რომელიც ვითომ საქართველოს მეგობარია და ვითომ მეგობრობდა საქართველოსთან. ასეთი კრამერები სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს.