სოზარ სუბარი – კელი დეგნანზე: სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევის შესახებ, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
მიუხედავად იმ ძალიან არადიპლომატიური, არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომელიც „ხალხის ძალაზე“ აქვს გაკეთებული და იმ არცთუ ძალიან მეგობრული განცხადებებისა, რომელსაც ზოგჯერ აკეთებს საქართველოს მისამართით, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა გუშინ და ერთგვარი სიბრალულიც კი ვიგრძენი მის მიმართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ელჩმა სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა ამ ოლიგარქიის კანონის გამოწვევის შესახებ, რომელიც არ დასტურდება არსად და რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი.
„რა მოხდა, ვინ შეიყვანა შეცდომაში – მართლა განზრახვა ჰქონდათ რომ გამოეწვიათ და ამას წინასწარ ჰქონდა ეს ინფორმაცია თუ რა მოხდა, ეს მართლაც გაუგებარია. ამ შეცდომის უკან იდგა ძალიან ცუდი განზრახვა, რომ თურმე ის რაც კარგია უკრაინაში, საქართველოში როგორც ჩანს არ უნდა იყოს კარგი და მაინც გააგზავნეთ თქვენო. თუმცა, იმათ არ სთხოვენ გაგზავნას, რაც არ მგონია, რომ მეგობრული განცხადება უნდა იყოს. ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება. ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ის, რა თქმა უნდა, საქართველოს ებრძვის და უბრალოდ ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც აგენტებს აძლევენ ქვეყნის გარედან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს მოუწოდა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამასთან, ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.