გია ვოლსკი: უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს აქტიურ ზეწოლას საქართველოზე და აზიის ქვეყნებზე, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი

უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს არა მხოლოდ იარაღს, არამედ აქტიურ ზეწოლას საქართველოზე და არა მხოლოდ საქართველოზე, აზიის ქვეყნებზეც იყო საუბარი, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ჩართვა ომში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნას.

„უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს არა მხოლოდ იარაღს, არამედ აქტიურ ზეწოლას საქართველოზე და არა მხოლოდ საქართველოზე, აზიის ქვეყნებზეც იყო საუბარი, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი. თვითონ ამბობენ, მე ხომ არ ვამბობ, ციტირება შემიძლია. პირდაპირ აცხადებენ, რომ კარგია ხალხი, მაგრამ არ ვარგა მთავრობა, თითქოს ეს მთავრობა ხალხმა არ აირჩია. ერთ დღეში რომ გაწყდეს მთელი საქართველო, მაგრამ რუსეთს სერიოზული, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას, ნაკლებიდან დავიწყოთ – ხორბლის 85% მოდის აქედან; რუსეთის ბაზრისთვის მცირე, მაგრამ კახეთისთვის მნიშვნელოვანი მოცულობის პროდუქცია; კახეთში, ქართლში, აჭარაში ისეთი თემები წამოვა, რომ ხალხი არად დაგიდებს, მომავალში არესტოვიჩმა რა არქიტექტურა უნდა მოაწყოს რეგიონში, რომ საქართველოც გაბრწყინდება, უკრაინაც, მას შემდეგ, რაც რუსეთი დაინგრევა.

ამ სცენარს სჭირდება საქართველოს ჩართვა მეორე ფრონტის სახით. არსებობს ერთი აქსიომა: ყველაზე უარესი ვარიანტი უნდა გაითვალისწინო, რაც შეიძლება შენს ქვეყანას მოუვიდეს. მსოფლიო პოლიტიკა იმდენად ცივსისხლიანი და პრაგმატულია, რომ როცა ქვეყნის ინტერესებზე მიდგება საქმე, მათთვის საერთოდ არ არსებობს არაფერი. გზა, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ – იმიტომ აღარ არიან ისინი პარტია, ეს არის შეთქმულთა ბანაკი, რომელმაც გადაწყვიტა, აჰყვეს გარკვეულ პროცესებს და შემდეგ იმ არქიტექტურაში ჩაჯდეს, რომელსაც პირობითად არესტოვიჩის არქიტექტურა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები