„იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის – „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ წარდგენა (იხ. http://manuscript.iliauni.edu.ge/).
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნთან ერთად ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული ხელნაწერის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი.
უორდროპების ონლაინკოლექცია (WCO) ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი მეთოდოლოგიით შეიქმნა. ხელნაწერები განთავსებულია noSQL მონაცემთა ბაზაში და უკავშირდება ბოდლეს ციფრულ ბიბლიოთეკაში განთავსებულ ფოტომასალას IIIF მანიფესტის გამოყენებით. იხ. https://iiif.io/.
პროფ. ირინა ლობჟანიძის პროექტი ქართული ხელნაწერების პირველი ონლაინრესურსია, რომელიც თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარიის ამ უახლესი მეთოდოლოგიით მომზადდა და ინტეგრირებულია ციფრული ჰუმანიტარიის ევროპული ასოციაციის (EADH) პორტალზე, იხ.https://bit.ly/3EHaQWt).
წიგნის რედაქტორები, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე, ასევე იერუსალიმის ტიპიკონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები