„თეთრები შავებზე უფრო ჭკვიანები არიან“ – რის გამო წაართვეს ყველა ჯილდო დნმ-ის აღმომჩენს, ჯეიმს უოტსონს

1962 წელს ამერიკელი ბიოლოგი, ჯეიმს უოტსონი კოლეგებთან: ფრენსის კრიკთან და მორის უილკინსთან ერთად, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ფიზიკასა და მეცნიერებაში. ახალგაზრდა მეცნიერებმა ჯილდო  დნმ-ის მოლეკულის აღმოჩენისთვის მიიღეს. ჯეიმს უოტსონი დედამიწაზე პირველი ადამიანია, ვისი გენომიც სრულიად გაიშიფრა. თუმცა, სიცოცხლის ბოლოს ის ყველამ გარიყა. ეს ყველაფერი კი მის გამონათქვამებს უკავშირდება ფერადკანიანთა ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ და დანარჩენ საკითხებზეც, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ტაბუდადებულია.

ადამიანები თანასწორები არ არიან

კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ინტელექტი დამოკიდებულია გარემო პირობებსა და აღზრდაზე, ჯეიმს უოტსონი ამტკიცებდა: გონებრივი განვითარების დონე გენეტიკურად არის განპირობებული. 2007 წელს მკვლევარი ნიუ-იორკში არსებული კოლდ-სპრინ-ჰარბორის ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს მეცნიერის მიერ გაკეთებული კომენტარების საფუძველზე მოხდა The Times-ის კორესპონდენტთან.

ინტერვიუში მან პირდაპირ განაცხადა: „მე აფრიკისთვის საერთოდ ძალიან ცუდ პერსპექტივებს ვხედავ, ვინაიდან მთელი ჩვენი სოციალური პოლიტიკა აგებულია ფაქტების დაშვებაზე, რომ მათი ინტელექტი ისეთივეა, როგორიც ჩვენი მაშინ, როდესაც კვლევები საწინააღმდეგოს აჩვენებს“.

მეცნიერი საკუთარ თავს რასისტად არ თვლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გენი მოქმედებს ადამიანის გონების განვითარებაზე და თეთრკანიანი ადამიანები ფერადკანიანებზე ჭკვიანები არიან. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ამბობს:

„ვისაც საქმე აქვს შავკანიან ქვეშევრდომთან, მან იცის რომ ეს ასე არის“.

ჯერ კიდევ 2000 წელს ერთ-ერთ ლექციაზე უოტსონი ამტკიცებდა, რომ რაც უფრო მაღალი სექსუალური ლიბიდო აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებია მისი ინტელექტი. შესაბამისად, ფერადკანიანებს ლიბიდო გაცილებით ძლიერი აქვთ, ვიდრე თეთრკანიანებს.

ღმერთად თამაში

უოტსონი – გენური ინჟინერიის მომხრეა და თავის პოზიციას იცავს როგორც ლექციებზე, ისე – ინტერვიუში.

ის დარწმუნებულია, რომ თუკი მეცნიერებამ იცის, როგორ გააუმჯობესოს ადამიანი გენების დამატებით, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. მან ეს გამონათქვამი დაამტკიცა სიტყვებით: „თუკი ჩვენ არ შევასრულებთ ღმერთის როლს, მაშინ ვინ?“

მეცნიერი თვლის, რომ სისულელე დაავადებაა, რომლითაც მოსახლეობის 10%-ზე მეტია დაავადებული. ის თვლის, რომ „სულელობა“ უნდა განეკურნათ.

„ზოგიერთი თვლის, რომ თუკი ყველა გოგონას ლამაზს გავხდით, ეს საშინელება იქნება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი იქნება“

ინტერვიუში გაზეთ The Sunday Telegraph-ის კორესპონდენტთან, ჯეიმს უოტსონმა განაცხადა:

„რომ გვეპოვა გენი, რომელიც სექსუალურ ორიენტაციაზე ახდენს გავლენას და რომელიმე ქალი ჩათვლიდა, რომ არ სურს ჰომოსექსუალი შვილი, – მაშ რა გაეწყობა, დაე იყოს ასე“.
მისთვის არც ჭარბწონიანები აღმოჩნდნენ გამონაკლისები. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება გენური ინჟინერიის დახმარებით.

ნობელის მედალის გაყიდვა

ასეთი გამონათქვამების გამო, ჯეიმს უოტსონი იზოლაციაში მოხდა სამეცნიერო სამყაროსგან და გადაწყვიტა, ნობელის მედალი გაეყიდა, რომელიც ოქროსგან იყო გაკეთებული. აუქციონის სახლმა ის 2,5-3,5 მილიონ დოლარად შეაფასა. მედალი აუქციონიდან 2014 წელს 4,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მედალი რუსმა მილიარდერმა, ალიშერ უსმანოვმა შეიძინა, რომელმაც პირობა დადო, რომ ჯილდოს მის მფლობელს დაუბრუნებდა. ჯეიმს უოტსონი ირწმუნებოდა, რომ ფულის ნაწილი უნივერსიტეტის საჭიროებებისკენ მიმართა, რომელშიც მრავალი წელი იმუშავა. 2015 წელს მეცნიერი რუსეთის მეცნიერების აკადემიას ეწვია, სადაც მას ნობელის მედალი დაუბრუნეს.

ბოლო წვეთი სამეცნიერო სამყაროსთვის იყო, როდესაც მეცნიერმა ტელეარხ „პიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შეხედულებები არ შეცვლილა. ამის გამო დნმ-ის აღმომჩენმა, მრავალი სტატიის და წიგნის ავტორმა, ყველა ჯილდო და რეგალია დაკარგა.

2019 წელს 91 წლის ჯეიმს უოტსონი ავტოავარიაში მოხდა და მრავლობითი ტრავმა მიიღო. ის რეაბილიტაციას დღესაც აშშ-ის ერთ-ერთ მოხუცთა სახლში გადის. მისი ვაჟი აცხადებს, რომ მამას უკვე ნაკლებად ესმის, თუ რა ხდება მის ირგვლივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები