იტალიელი მოდელი შეყვარებულმა დანით მოკლა

იტალიელ მოდელსა და რეალითი შოუს ვარსკვლავს, მისმა შეყვარებულმა კამათის დროს 20-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

29 წლის პამელა ჯენინი მილანში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოცემის ცნობით, ჯენინი თავის შეყვარებულთან, 52 წლის ჯანლუკა სონჩინთან კამათობდა, როდესაც დაპირისპირება ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალის დაჭრის შემდეგ, ჯანლუკა სონჩინმა თვითმკვლელობა სცადა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები