თბილისის კამერულ ორკესტრს საკუთარი ვებგვერდი ექნება
თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს 2014 წელს საკუთარი ოფიციალური ვებგვერდი ექნება. ორკესტრი სისტემატურად მართავს კონცერტებს საქართველოს რეგიონებსა და საზღვრებს გარეთ, ვებგვერდის საშუალებით ისინი ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის საკუთარი შემოქმედების გაზიარებას შეძლებენ. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიერაა ინიცირებული. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს საკუთრებაში ხელნაკეთი, ექსკლუზიური კონტრაბასი გადაეცემა, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. სამინისტროს მიზანია, მსგავსი პროექტების დაფინანსებით, სამუსიკო დარგის განვითარება და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანების პოპულარიზაცია.