ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ – ვინ დაწერს ყველაზე საშიშ და ფანტასტიკურ მოთხრობას?

 მწერალთა სახლში ჟანრული ლიტერატურის ფესტივალის „ინსომნია“ პირველი მონაწილე უკვე  გამოიკეტა ყველაზე საშიში და ფანტასტიკური მოთხრობის დასაწერად.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მთელი კვირის განმავლობაში ფესტივალის შვიდი მონაწილე მწერალთა სახლში შემდეგი თანამიმდევრობით გაათევს ღამეს:
21 ნოემბერი, ლუკა ჭყოიძე;
22 ნოემბერი, ანა მაწკეპლაძე;
23 ნოემბერი, ოლანი ბიწაძე;
24 ნოემბერი, თაკო წულაია;
25 ნოემბერი, ლუკა ხატიაშვილი;
26 ნოემბერი, გიორგი ვაჩნაძე;
27 ნოემბერი, ნინი ყაბანაშვილი.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.
პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით, სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად, ფესტივალი 2013 წლიდან იმართება.
ჟანრული ლიტერატურის ფესტივალს მწერალთა სახლი 2022 წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები