მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენა 24 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე გახლდათ ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივანე ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები