ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის წევრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

April 2004 Flags of the 26 member countries of NATO, NATO Headquarters, Brussels, Belgium.

მადრიდში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ასამბლეა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა.

„ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ მოწყვლადი პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა, რათა დაეხმარონ მათ თავიანთი მთლიანობისა და მდგრადობის განვითარებაში, შესაძლებლობების განვითარებასა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუცია ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.

გარდა ამისა, რეზოლუცია კიდევ ერთხელ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები