ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: შეიცვალა მოქმედების მანერა და სტილი იმის გამო, რომ მიხვდა, კედელთან დაჯახება, უშედეგო ბროლა, სპეკულაციები არაფერს მოუტანს

მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალა მოქმედების მანერა და სტილი იმის გამო, რომ მიხვდა, კედელთან დაჯახება, უშედეგო ბროლა, სპეკულაციები არაფერს მოუტანს. კარგია, რომ ამას ეგუება, რადგან ყველა პატიმარს საწყის ეტაპზე ჩაკეტილ სივრცესთან შეგუება უჭირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციის უფლებას აღარ აძლევს, რაც ასევე ტაქტიკის ნაწილია.

„მთელი წლის, თუ მეტის არა, განმავლობაში გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის, დაახლოებით ასეთი გზავნილი. ჯვარი წერია! ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეკულაცია უკვე იქცა გარკვეული პოლიტიკოსების ჩვევად. დღეს მან თავისი თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უკანასკნელ პერიოდში ის უცნაურად იქცევა. როგორღაც აღარ აცდის, სხვებს მისი სახელითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობით უფლებას აღარ აძლევს, თითქოს. სავარაუდოდ, ეს ეხება იმ ტაქტიკას, რომელიც მან უკანასკნელი თვეების განმავლობაში აირჩია. უცნაური, ჩემი აზრით, აბსურდული, რომ მე კარგად მოვიქცევი, ყველაფერს კარგად ვიზამ. აღარ ჩავერევი არაფერში და თითქოს თავის შეცოდების პოლიტიკაა, რომ იქნებ ვინმემ შეიწყალოს. ამის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, რომელმაც ცალსახად განაცხადა, რომ ის ამას არ იზამს“, – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები