ხატია წილოსანი სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, რათა შვედეთის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) ერთად შეისწავლონ ჩვენს ქვეყანაში ქიმიური ნივთიერებების და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

„მთავარი მიმართულება არის ის, რომ უნდა შეირჩეს უწყება, რომელიც ინსტიტუციურად განავითარებს ქიმიური და სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხს. ამ მისიის მიზანია, შეისწავლოს საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა, ქიმიური და სახიფათო ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, გააანალიზოს კანონით მოქმედი რეგულაციები. ამის შემდეგ შვედეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან წამოვა დახმარება, რომელიც ქვეყანაში ქიმიური ნაერთების და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ უწყებას გააჩენს და ამ მიზნებს მოემსახურება”, – განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები