მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
„მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა: ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი.
მხატვარმა შუა საუკუნეებში დამკვიდრებულ ლევკასის ტექნიკას მიმართა და დაზგურ მხატვრობაში ფრესკისათვის დამახასიათებელ ხატოვნებას მიაღწია.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები პირველად 2013 წელს გამოჩნდა „სოთბის“ აუქციონზე და მას შემდეგ ის სისტემატურად ფიგურირებს სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 2023 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება.