„ეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა უსათუოდ დაგვეხმარება ჩვენი სამუზეუმო სივრცეების განვითარებაში“

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში ვიზიტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, მე და ჩემი მეგობარი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი შევხვდით მსოფლიოში სახელგანთქმული სტამბოლის ნახატების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, პროფესორ გულსენ კაიას.
ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ დაგვათვალიერებინა მუზეუმის ახალი, თანამედროვე განათების სისტემით აღჭურვილი უნიკალური საგამოფენო დარბაზები, გაგვაცნო მათ სივრცეებში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის – სახანძრო და დაცვის უსაფრთხოების სისტემები… ეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, უსათუოდ დაგვეხმარება ჩვენი სამუზეუმო სივრცეების განვითარებაში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ამ სამუშაო შეხვედრის ბრწყინვალედ ორგანიზებისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გია ჯანჯღავას და „ქართული სახლის“ ხელმძღვანელს, ერდალ ქუჩუკს თანადგომისათვის“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები