ირაკლი ბერაია: ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესპანეთის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსულ ოკუპაციაზე, და რუსეთიდან მომდინარე სხვა სახის კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს ნატოში გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს.

„ესპანეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში და შესაბამისად, ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები