თურქეთში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გადმოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი, საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გარდაცვლილი გოგონას შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პრემიერმინისტრის დავალებით, პრობლემის მოგვარებაში საქართველოს საელჩო და საკონსულო ჩაერთო და კლინიკასთან მოლაპარაკება წარიმართა.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.
საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები