,,მუშევანის პროექტის” მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე ,,მუშევანის პროექტის” მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე კომპანია „RMG Copper” – ის მიერ, მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს ფართობზე ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდით სამუშაოების წარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, პროექტში ჩართული მხარეების მოსაზრებები და პოზიციები მოისმინეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი მზად არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებთან აქტიურად ითანამშრომლოს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის”, აღმასრულებელი ხელისუფლების, კომპანია RMG – ის, აგრეთვე გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოფელ მუშევანის მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები