დავით კირკიტაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხაბეიშვილს აქვს უდიდესი შანსი, გახდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ამომრჩევლები შეარჩევენ თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა გადაჭრას პარტიის წინაშე მდგომი ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც მას დღეს აქვს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს დიდი შანსი აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდეს.
„იყო გაურკვევლობა და ყველა გაურკვევლობის დროს საუკეთესო გამოსავალია არჩევნები. სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის შანსებს, მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს უდიდესი შანსი, გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე“, – განაცხადა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძოლებს.