ვახტანგ გომელაურმა ტაბახმელაში პოლიციის შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტაბახმელაში პოლიციის შენობა გახსნა. მინისტრმა, პირველ მოადგილესთან – შალვა ბედოიძესთან და მოადგილესთან – გიორგი ბუთხუზთან ერთად, ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.

შსს-ს ინფორმაციით, ტაბახმელაში პოლიციის შენობა ამ დრომდე, დროებით იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოძველებულ შენობაში.
პოლიციის ახალი შენობა ახალ ლოკაციაზე აშენდა
. ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში იმუშავებს კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს შემოერთებული დასახლებების – წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან. შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო, ამოცნობის, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, აგრეთვე, სპორტული დარბაზი. ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებით მომუშავე და დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო სივრცეები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები