საგარეო უწყება – თურქეთში გარდაცვლილ გოგონაზე: საქართველოს საკონსულო ჩართულია პროცესში და ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ცხედრის გადმოსვენება

საქართველოს საკონსულო დაწესებულება ჩართულია პროცესში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში, მარიამ გოგიაშვილის თურქეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადეს.

“საქართველოს საკონსულო დაწესებულება ჩართულია პროცესში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. საკონსულოს წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან კლინიკაში და ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო უწყებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამ გოგიაშვილი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, საავადმყოფოს ადმინისტრაცია ოჯახს ქართველი ახალგაზრდის ცხედარს, დავალიანების (44 000$) გამო, არ ატანს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები