არჩილ თალაკვაძე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე: ევროკომისრის მიერ გაკეთებული ამომწურავი განმარტების შემდეგ, ოპოზიციამ სპეკულაციები უნდა დაასრულოს

„ევროკომისრის მიერ გაკეთებული ამომწურავი განმარტების შემდეგ, ოპოზიციამ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დაასრულოს, ვინაიდან ბატონმა ვარჰეიმ პირდაპირ განაცხადა, რომ საჭიროა სისტემური წესებისა და კანონის შემუშავება და უადგილოა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ინტერესი პოლიტიკური შურისძიებაა.

“სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, მისი თანაგუნდელები მაშინ უკრაინაში საჯაროდ, კამერების წინ ამბობდნენ, რომ ეს არის საუკეთესო და რეფორმატორული კანონი, რაც კი უკრაინას მიუღია. სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ინტერესი – ეს არის პოლიტიკური შურისძიება ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები