ნიკოლოზ სამხარაძე: დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ჩვენი და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა – ოპოზიცია კი კანონის რაობაში ვერ გაერკვა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამხარაძის თქმით, ისინი კანონის რაობაში ვერ გაერკვნენ.

„დეოლოგარქიზაციის კანონპროექტზე ოლივერ ვარჰეის განცხადება იდენტურია იმის, რომ ჩვენ ვაპირებდით ისეთი ცვლილებების მიღებას, რომელიც დაადგენდა ჩარჩოებსა და კრიტერიუმებს იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, დასახელდეს ოლიგარქად და როგორ შეიძლება, ამ კონკრეტულ ადამიანს შეეზღუდოს გავლენები როგორც პოლიტიკაზე, ასევე – მედიაზე. ევროკავშირმა უკრაინას მოუწონა კანონი და ამ მოცემულობიდან გამოვედით, როცა ეს კანონი ქართულ რეალობას მოვარგეთ. ჩვენი და ევროკომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თავიდანვე მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ. ისინი ვერ გაერკვნენ კანონის რაობაში. მათი მიზანია, კანონში ყოფილიყო სახელები და გვარები, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონები კონკრეტულ გვარებს არ ერგება. ამას უნდა მიეჩვიონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები