გია ვოლსკი: როგორც კი თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა კეზერაშვილმა, ოპოზიციაში მდგომარეობა აირია

ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფისგან წახალისებულმა ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ, მაგრამ როგორც კი თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა კეზერაშვილმა, ამის შემდეგ აირია ოპოზიციაში მდგომარეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დაპირისპირების შინაარსმა მკაფიო კონტურები მიიღო. ჩვენს ოპონენტებს, როცა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრობენ, გადაწყვეტილი აქვთ, კანონში ბიძინა ივანიშვილის სახელი ჩაიწეროს და ამას მხარს უბამს ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი. ამით წახალისებულმა ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, შეტევა ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ, მაგრამ როგორც კი თვითაღიარებითი განცხადება გააკეთა კეზერაშვილმა, ამის შემდეგ აირია ოპოზიციაში მდგომარეობა. ეს თემა იმდენად აშკარა გახდა, ახლა ყველაფერზე წავლენ, რომ ეს კანონპროექტი არ იყოს მიღებული. რაიმე წინადადება თუ აქვთ, საშუალება ჰქონდათ, საკითხი სამუშაო ჯგუფებში დაეყენებინათ და საკუთარი პოზიცია წარედგინათ. უკრაინული მოდელი მოწონებულია ყველას მიერ, ყველგან მიღებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები