როგორ ამოვიცნოთ მკვლელი გაზის დანადგარები – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ 2022 წელს გეგმიური შემოწმებისას, დღეის მონაცემებით, 300 000- მდე მომხმარებელი გადაამოწმა, აქედან დარღვევა 11 000 მომხმარებელთანაა აღმოჩენილი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა, დავით ბალავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის სპეციალისტები წელიწადში ერთხელ, გეგმიურად ბინებში დადიან და მობინადრეებთან გაზის ქსელსა და დანადგარებს ამოწმებენ.

მოგეხსენებათ, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის დანადგარებისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკი იზრდება. უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ერთ-ერთი კარგი საშუალება ჩვენი მოქალაქეების დროული და სწორი ინფორმირებაა. „თბილისი ენერჯი“ და მისი სპეციალისტები წელიწადში ერთხელ ბინებში დადიან და ჩვენს მობინადრეებთან გაზის ქსელსა და დანადგარებს ამოწმებენ, თუ რამდენად არის შესაბამისობაში ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები რეაგირებას ადგილზევე აკეთებენ.

2022 წლის გეგმიური შემოწმებების სტატისტიკას გაგაცნობთ. დღეის მონაცემებით,  300 000- მდე მომხარებელია გადამოწმებული. აქედან დარღვევა 11 000 მომხარებელთანაა აღოჩენილი. ანუ ჩვენმა სპეციალისტებმა მიმდინარე წელს 11 000 გაზის ისეთი ხელსაწყო , დანადგარი ჩახსნეს რომელიც ადამინის სიცოცხლისთვის საშიში იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით დარღვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგალითისთვის, 2018 წელს ჩახსნილი დანადგარების რაოდენობა 60 000-ზე მეტი იყო. 2019 წლის მონაცემებით 40 000. მოწამვლის და გარდაცვალების სტატისტიკას გეტყვით: ბოლო 6 წლის განმავლობაში CO-თი ინტოქსიკაცია 700-მდე ადამიანმა მიიღო, ხოლო გარდაცვლილი 150 ადამიანია. 2022 წელს ეს სტატისტიკა მნიშვნელოვნადაა შემცირებული . გარდაცვლილია 10 ადამიანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობინადრეებმა ყურადღება უნდა მოადუნონ, რადგან დღეის მდგომარეობით 11 000 ოჯახთან ისევ პრობლემა გვაქვს“ – განაცხადა ბალავაძემ.

მანვე განმარტა, რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი აირის მოხმარებისას უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.

ღია კამერიანი ე.წ. „კალონკა”

„რაც შეეხება გაზის უსაფრთხო მოხმარებას და იმას, თუ როგორ ამოვიცნოთ მკვლელი დანადგარები, რომელიც ჩვენთვის საშიშია. პირველი – ესაა ღია კამერიანი ე.წ. „კალონკები“ წყლის გამაცხლელებლები. თუ ასეთი „კალონკა“ ჩვენს საცხოვრებელ ფართშია დამონტაჟებული, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასეთ დანადგარს გვერდზე ჭრილები აქვს, რითაც ვხდებით რომ ეს წყლის გამაცხელებელი საშიშია, ასევე ასეთი ტიპის „კალონკებს“ აუცილებლად ერთი გამწოვი მილი აქვთ. ამ დანადგარების 90 %-ს მუშაობისთვის ელემენტები სჭირდება. თუმცა, შეიძლება, იყოს ისეთი ტიპის „კალონკები“ რომელთაც ჭრილები არ აქვთ და მუშაობისთვის ელემენტები არ სჭირდებათ, ასეთები იშვიათია, მაგრამ არის. მათი მოხმარებაც არ შეიძლება.

ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარი

ასევე გამათბობლებზეც ვისაუბრებ: როცა ზამთარში ცივი სახლის გათბობას ვცდილობ, ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარი არ უნდა გამოვიყენოთ. როცა ამ ტიპის გამათბობელს ვიყენებთ, ლოგიკურია, რომ ზამთარში ვცდილობთ, ფანჯარა და კარი დავხუროთ, რათა ოთახში ცივი ცივი ჰაერი არ შემოვიდეს. როცა ამას ვაკეთებთ და სახლის გათბობას ისეთი გამათბობლით ვიწყებთ, რომელიც ჟანგბადს გვართმევს, ლოგიკურია, რომ გაზის არასრული ნამწვის, co-ს გამოყოფა დაიწყება და შეიძლება, უბედურ შემთხვევამდე მივიდეთ.

ღია კამერიან „კალონკებზე“ ჩიტის ბუდე

ასევე არის შემთხვევები, როცა ღია კამერიან „კალონკებზე“ ჩიტს ბუდე აქვს გაკეთებული. მინდა, გითხართ, თუ ასეთი წყლის გამაცხელებელი გაქვთ დამონტაჟებული, არ გამოვრიცხავთ, რომ გამწოვ მილში ჩიტს ბუდე ჰქონდეს, ამ შემთხვევაშიც 99 %-ით, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. როცა გაზქურის მოხმარებაზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ როცა გაზქურას მოვიხმართ, სამზარეულო აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. გაზქურის ღია მდგომარეობაში დატოვება, უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. ასევე საკვანძო საკითხია ის, რომ გაზქურის სახლის გასათბობად გამოყენება არ შეიძლება. ის ოთახიდან იმ ჟანგბადს გვართმევს, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ. გაზქურა ოთახს უჟანგბადოდ დატოვებს და უბედური შემთხვევა დადგება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მოგვმართონ ჩვენს ცხელ ხაზზე: 2 40 40 04. სპეციალისტები მივლენ ბინაში და გაზის ქსელს, დანადგარებს დაათვალიერებენ. მომსახურება უფასოა“ – განაცხადა ბალავაძემ.
კომპანიის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული და გაზის მკვლელი დანადგარი ჩახსნეს, საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. „კალონკებსა“ და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები