დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება და 12-პუნქტიანი გეგმიდან ყველა პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება და 12-პუნქტიანი გეგმიდან ყველა პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს – მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, კანონში აღნიშნულია ყველა დანაწესი, ის ობიექტური 4 კრიტერიუმი, რომლითაც შესაძლებელია – განისაზღვროს ის, თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება და 12-პუნქტიანი გეგმიდან ყველა პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. კანონში აღნიშნულია ყველა დანაწესი, ის ობიექტური 4 კრიტერიუმი, რომლითაც შესაძლებელია – განისაზღვროს ის, თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად, წარმოდგენილია იმგვარად, რომ საზოგადოებისთვის იყოს ნათელი და საჯარო. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკრაინული კანონის ანალოგია, ქართულ რეალობაში უკვე პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, ვინ შევა ოლიგარქთა სიაში და ვის დაუწესდება შესაბამისი შეზღუდვები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები