საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიასთან ანგარიშით 84:85 დამარცხდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი „თბილისი არენაზე“ გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საქართველოს სატურნირო ცხრილში 12 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანას ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს.