ირაკლი ზარქუა: 2020-ში რომ აშშ-ში არჩევნები ჩატარდა და სისხლის ღვრა მოხდა, იცით? ჩვენთან არ ყოფილა, ღვთის წყალობით და გადავრჩით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ მას არ უთქვამს, რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდა, არამედ გააოცა იმან, რომ გარდაცვლილი აირჩიეს და იხუმრა, რომ ოპოზიციას აქ იმაზე აქვს პრეტენზია, რომ “მკვდარი სულები” მონაწილეობენ არჩევნებში.

“მე არ მითქვამს, რომ გაყალბდა, მე ვთქვი ის, რაც არის ეუთო/ოდირ-ის დასკვნა და გირჩევთ, ჩახედოთ. მთელი რიგი ჩამონათვალია, აღმოჩნდა, რომ არის დაშინება, მოსყიდვის მცდელობა, არის ის, რომ მილიონობით ადამიანს არ მიეცა შესაძლებლობა არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და რამაც მე გამაოცა, რომ თურმე გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, ეს ნონსენსია. ამაზე ვთქვი, რომ ჩვენი ოპოზიცია იმას გვსაყვედურობს, რომ მკვდარი სულები იღებენ მონაწილეობას, თუმცა, ეს ვერ დაამტკიცეს, მოუხდათ ბოდიშის მოხდა და პარლამენტში შემოსვლა. 1 პროცენტიც ვერ დაამტკიცეს და ამაზე ვიხუმრე, რომ ოპოზიციას აქ აქვს ასეთი პრეტენზიები, რაც ვერ დაამტკიცეს.
ის რეკომენდაციები, რაც აშშ-ისთვის იყო, არც ერთი არ აქვთ შესრულებული, რომ იცოდეთ. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია იმას გულისხმობს, რომ მაგალითი მივიღოთ მათგან და მისაბაძი ქვეყნები არიან ჩვენთვის. როცა ასეთ დასკვნასთან გვაქვს საქმე, ამას გულისტკივილით აღვნიშნავთ”, – განაცხადა ზარქუამ.

კითხვაზე, იმის თქმა სურს თუ არა, რომ აშშ-ში საქართველოზე ცუდი არჩევნები ტარდება, ზარქუა პასუხობს:

“2020- ში რომ არჩევნები ჩატარდა და სისხლის ღვრა მოხდა, იცით? ჩვენთან არ ყოფილა, ღვთის წყალობით და გადავრჩით. მე თუ ამას შევადარებ, მგონია, რომ ის იყო უარესი და მგონია, რომ ეს არასდროს უნდა მოხდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები