ზურაბ ჩეკურაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ახლად დანიშნულ კოორდინატორს, თუბა ოზუთოქს შეხვდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი – ზურაბ ჩეკურაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ახლად დანიშნულ კოორდინატორს, თუბა ოზუთოქს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოსა და თურქეთს სოფლის მეურნეობის დარგში მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 2019 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და TIKA-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ტრენინგებს ქართველი და თურქი ვეტერინარებისა და მცენარეთა დამცველებისთვის აგრარული მიმართულებით.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და დღეისათვის 59 ქვეყანაში საქმიანობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები