ლაშა ხუციშვილი: 2023 წელს საფინანსო სექტორს არ შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ე.წ. ესტონური მოდელი, რაც მოგების გადასახადს ითვალისწინებს, საფინანსო სექტორს არ შეეხება.
“აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორს არ შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. ამის დანახვა წარდგენილი ბიუჯეტიდანაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, ფისკალური ეფექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი აქვს შემცირების მიმართულებით. ასეთი ტიპის შემცირება ბიუჯეტში მოგების გადასახადში ასახული არ გვაქვს. მომდევნო წელს სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასული არ იქნება, ანუ განაწილებული გადასახადის მოდელზე. ხოლო ის, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს საგადასახადო შემოსავლები 14 473,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებით 1 049,4 მლნ ლარით არის გაზრდილი.