საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი – მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და, დაახლოებით, 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით, 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, – განაცხადა ხუციშვილმა.