ალუდა ღუდუშაური – “ნაცმოძრაობაზე”: ეს პარტია დაიშლება მარტივ მამრავლებად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” მარტივ მამრავლებად დაიშლება.

“სადაც ხაბეიშვილი და მსგავსი პერსონაჟები იბრძვიან თუ ხელით ეხებიან თუ სცემენ ერთმანეთს. კომიკოსი პერსონაჟი, ერთ დროს ანტურაჟი და ახლა გააქტიურებული ნიკანორ მელია, მათი დამფინანსებელი კეზერაშვილის ფულის მომლოდინე ხაბეიშვილი და სხვები, როდესაც ესენი იბრძვიან პარტიის თავმჯდომარეობაზე და პრეტენზიას აცხადებენ, როგორ შეიძლება ამ ორგანიზაციას ჰქონდეს რაიმე მომავალი. „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი არის მკაფიოდ და ცალსახად გადაწყვეტილი, ეს პარტია დაიშლება მარტივ მამრავლებად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” უკვე დაიწყო მზადება შიდა პარტიული არჩევნებისთვის. ცნობილია, რომ დღეს, 17:00 საათზე სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები