კახა კალაძე – სააკაშვილზე: ციხეში იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, შეიცვლის თუ არა მმართველი პარტია პოზიციას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შესახებ. 

კალაძის განმარტებით, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი  პარტიის გადასაწყვეტი არ არის და ამის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს.

„სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არის შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. აქ პარტია რა შუაშია. ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან, სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები