კულტურის კომიტეტმა მუზეუმების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კულტურის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „მუზეუმების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება მუზეუმის ახალი ტიპის – სამხედრო მუზეუმის შექმნის შესაძლებლობას ისახავს მიზნად. მომხსენებლის და ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, მიზანშეწონილია კანონპროექტიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებული ჩანაწერის ამოღება, რადგან კანონის მიღების დროს არსებული რეალობისგან განსხვავებით, დღეისათვის აკადემიას თავის დაქვემდებარებაში მუზეუმები აღარ გააჩნია.

კომიტეტმა, პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი დადებითად შეაფასა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.
დღევანდელ სხდომაზე, კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაც დაზუსტდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები