კახა კალაძე: საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ დაჯარიმების შემდეგ კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თუ დაჯარიმების შემდეგ კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ უნდა გამარტივდეს ჯარიმები უკანონო მშენებლობებზე.

დედაქალაქის მერის შეფასებით, პარლამენტთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უკანონო მშენებლობების აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა.

„უკანონო მშენებლობები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩიეს და დავიწყეთ მუშაობა დედაქალაქის მთავრობაში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც შევეჩეხეთ, ეს იყო უკანონო მშენებლობები. ჩვენ გავზარდეთ ჯარიმები, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ამ სფეროს მოწესრიგება. ამის შემდეგ, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც დაჯარიმების შემდეგ თუ იგივე კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები