მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა
თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია. შემთხვევა “კინგ დევიდის” კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
“კვირას” ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია. თუ რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, ამას სპეციალისტები შეისწავლიან.