რატი იონათამიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ოლიგარქიული, არაჯანსაღი და კრიმინალური სახსრებით იკვებება 

ოლიგარქია არის ის პრობლემა, რომელიც ბუდობს რადიკალურ ოპოზიციაში და სწორედ ოლიგარქიული, არაჯანსაღი და კრიმინალური სახსრებით იკვებება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციას “დეოლიგარქიზაციის” კანონი იმიტომ არ მოსწონს, რომ კანონი მათაც შეეხებათ.

„ერთადერთი, რატომაც რადიკალური ოპოზიციას არ მოსწონს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამბობენ ამას, არის ის, რომ ეს კანონი ჩვენ შეგვეხება. შეეხებათ იმიტომ, რომ ოლიგარქია არის ის პრობლემა, რომელიც ბუდობს რადიკალურ ოპოზიციაში და სწორედ ოლიგარქიული, არაჯანსაღი და კრიმინალური სახსრებით იკვებება ეს პარტია. სხვა არსებითი კრიტიკა ჩვენ არ მოგვისმენია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები