დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, სასულიერო პირები მეტეხის ხიდზე დღეს პარაკლისს გადაიხდიან.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები