ანრი ოხანაშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: ჩვენ რომ გვეთქვა – ქართული მოდელი შევქმნათ, აქ დაიწყებოდა სპეკულირება, რატომ წერთ თქვენს ვერსიას, ხომ არ არგებთ ვინმეს და რატომ არ იყენებთ უკრაინულ მოდელსო

დეოლიგარქიზაციის საკითხი 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა. ჩვენი სწორება თავიდანვე იყო, რომ თითოეული პუნქტი ყოფილიყო შესრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ რომ არ მივცეთ სასპეკულაციო თემა არც გარე ძალებს და არც შიდა რადიკალურ ძალებს, წერტილი უნდა დაესვას სპეკულაციებს. რატომ უკრაინული მოდელი და რატომ კანონი? იცით, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეს კანონი აქვს მიღებული. ჩვენ რომ დაგვეწყო ახალი გამოგონება და გვეთქვა, ქართული მოდელი შევქმნათ, აქ დაიწყებოდა სპეკულირება, რომ რატომ წერთ თქვენს ვერსიას, ხომ არ არგებთ ვინმეს და რატომ არ იყენებთ უკრაინულ მოდელს? ახლა ჩვენ ეს მოდელი გადმოვაკოპირეთ, რადგან ოლიგარქის ფენომენი და პრინციპები ყველა ქვეყანაში ერთნაირია“, – განაცხადა ოხანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები