ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი იძახა “რევოლუცია”, შემდეგ ვადამდელი არჩევნების თემატიკაც გაააქტიურეს, ბოლოს იქამდე მივიდნენ – რომ რევოლუცია მათ პარტიაში მოაწყვეს და ვადამდელი არჩევნებიც დანიშნეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი იძახა “რევოლუცია”, იმდენად მოწადინებული იყვნენ რევოლუციაზე, შემდეგ ვადამდელი არჩევნების თემატიკა გაააქტიურეს, ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ რევოლუცია მოაწყვეს მათ პარტიაში და ვადამდელი არჩევნებიც დანიშნეს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდი და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, აკეთებდა და გააკეთებს იმისთვის, რომ რადიკალურ ჯგუფებს არ მისცეს გასაქანი გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან.

რაც შეეხება მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ეს უკვე მათი შიდა პოლიტიკური საკითხია. რაც არ უნდა დაგეგმონ, გადაგეგმონ, ვინც  უნდა მოიყვანონ და ვინც  უნდა გაუშვან „ქართული ოცნება“ იქნება ამ ქვეყანაში გარანტი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვის.

ფაქტია, რომ მათი შიდა პარტიული რევოლუცია და შიდა პარტიული ვადამდელი არჩევნები პოლიტიკის განვითარებას არ ემსახურება. მათ იმ ძველი სახეების, ვინც იყვნენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედები, გააქტიურება სურთ და რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები გაწვრთნილნი არიან სიტუაციის „ადუღებაში“, რადიკალიზაციაში, ამიტომ მიდის გადანაწილება საკითხები ძალაუფლებისთვის, ფულისთვის, რომ მათი მხარდამჭერი ოლიგარქები ვინც არიან, მათგან მიიღონ დიდი თანხა, გადაინაწილონ ძალაუფლება და შემდეგ განავითარონ იმ ძველი მეთოდებით, როდესაც ისინი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები