აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია თავად ავრცელებს.

მას მხარი მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან სამმა დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. უფლებამოსილებას ვლადიმერ ტატიშვილი 22 ნოემბრიდან შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები