რუსეთი აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერას აძლიერებს

პლატფორმამ – “აფხაზეთის მომავალი” და ორგანიზაცია “რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანამ” ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ.

ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ მოაწერა, რომელმაც თქვა, რომ “ხელმოწერილი შეთანხმება არის ახალგაზრდების მხარდაჭერის სფეროში ჩვენი ურთიერთობის სისტემატიზაცია“.

დოკუმენტის მიხედვით, ფართოვდება აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერა​ რუსეთში სწავლებისა და სტაჟირების მხრივ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები