არძინბა მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდა.

მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, არძინბამ, 26 ოქტომბერს შირაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვის გამო, სამძიმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

არძინბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ძალიან დაინტერესებულია ირანით და აკვირდება 3+3 ფორმატის მუშაობას, რომელიც ირანს, თურქეთს, რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს აერთიანებს. როგორც ცნობილია, ამ ფორმატში საქართველოც არის მიწვეული, თუმცა, თბილისი მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები