ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აგროდაზღვევის სისტემაზე და მისი გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს.

„აგროდაზღვევა არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. გვინდა, რომ სისტემა, რომელიც მოქმედებს და მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის, რათა დაზღვეული იყვნენ სხვადასხვა მძიმე გარემო პირობისგან, გახდეს კიდევ უფრო უკეთესი. მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ექსპერტები ამ მიმართულებით გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რომელიც გულისხმობს საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებას და საქართველოში აგროდაზღვევის სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით საუკეთესო რჩევებს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტული ჩარევის ფარგლებში მივიღოთ მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ გავაუმჯობესოთ აღნიშნული სისტემა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები