მამუკა მდინარაძე – IRI-ის კვლევაზე: საბოლოოდ, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე – მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული

ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე – ნინო ლომჯარიასა და გიორგი ვაშაძეს. ეს პუნქტიც კი, დასკვნების გამოტანის საშუალებას ძალიან ადვილად იძლევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევაში  პერსონალურ რეიტინგებში მანიპულირებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული.

„წარმოიდგინეთ, IRI-ის რამდენად მიკერძოებული ორგანიზაცია უტარებს საველე სამუშაოებს, ამის მიუხედავად, ერთად აღებული ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, კრებსით რეიტინგზე, ამ კვლევაშიც კი.
რეალურად, ვიცით, რომ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ასეთი კვლევებიც კი, რომელიც IRI-ის საქართველოში დღემდე ეთანამშრომლება, ემსახურება მაგალითად საპატრიარქოს იმიჯის დაზიანებას, პერსონების დაზიანებას. ამ კვლევაში ვხედავთ, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე ნინო ლომჯარიასა და გიორგი ვაშაძეს. ეს პუნქტიც კი, დასკვნების გამოტანის საშუალებას ძალიან ადვილად იძლევა.

უხეშად არის გაყალბებული საპატრიარქოს რეიტინგები, პერსონალური რეიტინგები. ეს არის ინდიკატორი იმის, თუ რამდენად სარწმუნო და რეალურია ეს ყველაფერი. ამის მიუხედავადაც კი, იმდენად მაღალია „ქართული ოცნების“, პარტიის ლიდერებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ, თუმცა, პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები