თურქეთი გამოდის ინიციატივით, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდეს

თურქეთი გამოდის ინიციატივით, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდეს.

CNN Turk-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია მისცა. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს იწურება. შავი ზღვის გავლით აღნიშნული შეთანხმება თურქეთის და გაეროს შუამავლობით ივლისში გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები