IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ევროკავშირში გაწევრიანებას 70% უჭერს მხარს, ნატოში გაწევრიანებას – 64%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთაგან 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება; 15% გარკვეულწილად ეთანხმება; 3% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 7% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს.

მარტში ჩატარებული გამოკითხვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 74%, გარკვეულწილად – 14%.

კითხვაზე – მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 64% მტკიცედ უჭერს მხარს, 14% გარკვეულწილად, 5% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 12% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 5%-ს პასუხი არ აქვს.

მარტში ჩატარებული გამოკითხვით, ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 60%, გარკვეულწილად – 15%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა 8%, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 12%, ხოლო პასუხი არ ჰქონდა 5%-ს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

IRI-ის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები